Skip to content
სერვისები

სოციალური მედია

მიმზიდველი ვიზუალები, რომლებიც ფიდს აცოცხლებენ.

სოციალური ქსელები დღეს ბრენდის მთავარი ვიტრინაა — ფიდში ერთი შეხედვით უნდა გამოგარჩიოს მომხმარებელმა. ამისთვის ცალკეული ლამაზი პოსტი საკმარისი არ არის: საჭიროა ერთიანი ვიზუალური სისტემა, რომელიც ყოველ პოსტს, სთორის და რეკლამას ამოსაცნობს ხდის.

ვქმნით სოციალური მედიის სრულ ვიზუალურ ენას: პოსტებისა და სთორების დიზაინს, ქავერებსა და ჰაილაითების ყდებს, სარეკლამო ბანერებს ყველა ფორმატში (Facebook, Instagram, YouTube, Google Ads) და გამოსაყენებლად მზა შაბლონებს — რომ შენმა გუნდმა ყოველდღიური კონტენტი დიზაინერის გარეშეც ბრენდის სტილში გამოაქვეყნოს.

ვმუშაობთ როგორც ერთჯერად კამპანიებზე, ისე ყოველთვიური მხარდაჭერის ფორმატში: ვგეგმავთ კონტენტ-კალენდარს, ვამზადებთ თვის ვიზუალებს და ვუზრუნველვყოფთ, რომ გვერდი ერთიან, პროფესიონალურ სურათს ინარჩუნებდეს. რეკლამისთვის ვქმნით რამდენიმე ვარიანტს A/B ტესტირებისთვის — დიზაინი შედეგზე უნდა მუშაობდეს.

შაბლონების პაკეტი ან კამპანიის ვიზუალები ჩვეულებრივ 1–2 კვირაში მზადდება. მოგვწერე — შენი გვერდი ერთად გავაცოცხლოთ.

რას მოიცავს

  • პოსტები & სთორები
  • ვიზუალური შაბლონები
  • რეკლამის ბანერები
  • კონტენტ-კალენდარი

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სოციალური მედიის დიზაინი?

დამოკიდებულია ფორმატზე: ერთჯერადი კამპანია, შაბლონების პაკეტი თუ ყოველთვიური მხარდაჭერა. მოგვწერე და შენს საჭიროებაზე მორგებულ შეთავაზებას მიიღებ.

შაბლონებს რა პროგრამისთვის ამზადებთ?

ძირითადად Canva-სა და Figma-სთვის — რომ გუნდმა მარტივად შეცვალოს ტექსტი და ფოტო ისე, რომ დიზაინი არ დაირღვეს.

მხოლოდ დიზაინს აკეთებთ თუ კონტენტსაც გეგმავთ?

ვიზუალური მხარე ჩვენზეა: კონტენტ-კალენდრის ვიზუალური დაგეგმვა, პოსტებisa და სთორების დიზაინი, ბანერები. ტექსტებზე შენს გუნდთან ერთად ვმუშაობთ.

ამზადებთ ვიდეო-კონტენტსაც?

დიახ — ანიმირებული პოსტები, სთორის ვიდეოები და მოძრავი ბანერები ჩვენი მოძრავი გრაფიკის სერვისით მზადდება.

გაქვს იდეა? მოდი, ფერებში გავახვიოთ.

მოგვწერე და დაგიბრუნდებით 24 საათში — უფასო კონსულტაციით.