Skip to content
სერვისები

ლოგოს დამზადება

ლოგოს შექმნა, რომელიც წლების მერეც დასამახსოვრებელი და აქტუალური დარჩება.

ლოგო ბრენდის პირველი სიტყვაა — ის ჩანს ვებგვერდზე, სავიზიტო ბარათზე, შეფუთვაზე, აბრასა და სოციალურ ქსელებში. ამიტომ ლოგოს დამზადება მხოლოდ ლამაზი ნიშნის დახატვა არ არის: ეს არის გააზრებული პროცესი, რომელიც შენი საქმის, აუდიტორიისა და კონკურენტების ანალიზით იწყება.

ლოგოს შექმნას ყოველთვის კვლევით ვიწყებთ — ვსწავლობთ რას აკეთებ, ვინ არის შენი მომხმარებელი და როგორ გამოიყურებიან კონკურენტები. ამის შემდეგ გთავაზობთ რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებას: თითოეული მათგანი რეალურ კონტექსტში ნაჩვენები — ვებგვერდზე, ბარათზე, შეფუთვაზე. შერჩეულ ვარიანტს ერთად ვხვეწავთ, სანამ ზუსტად ის ნიშანი არ მიიღება, რომელიც შენს ბრენდს ერგება.

საბოლოოდ იღებ ლოგოს სრულ პაკეტს: ძირითად ლოგო-ნიშანს და ლოგოტიპს, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ვერსიებს, ფერად, შავ-თეთრ და ინვერსიულ ვარიანტებს, ფერების ზუსტ კოდებს (CMYK, RGB, HEX) და ყველა საჭირო ფაილს — ვექტორულს ბეჭდვისთვის (AI, EPS, PDF) და ციფრულს ვებისთვის (SVG, PNG). თან ერთვის გამოყენების მოკლე სახელმძღვანელო, რომ ლოგო ყველგან სწორად და ერთნაირად გამოჩნდეს.

ლოგოს დამზადების ფასი დამოკიდებულია პროექტის მოცულობაზე — რამდენი მიმართულება გინდა საწყის ეტაპზე, გჭირდება თუ არა თანმხლები ელემენტები (სავიზიტო ბარათი, ბლანკი, სოციალური მედიის ყდები) და სრული ბრენდბუქი. სტანდარტული პროექტი 1–2 კვირაში სრულდება. მოგვწერე ან დაგვირეკე — უფასო კონსულტაციაზე ზუსტ ფასსა და ვადას შევათანხმებთ.

თუ ლოგოსთან ერთად სრული ვიზუალური იდენტობა გჭირდება — ფერები, ტიპოგრაფიკა, ბრენდბუქი — ნახე ჩვენი ბრენდინგის სერვისი: ლოგოს შექმნა ხშირად სწორედ დიდი საბრენდო პროექტის პირველი ნაბიჯია.

რას მოიცავს

  • ლოგო-ნიშანი
  • ლოგოტიპი
  • ვერსიები & გამოყენება
  • ფერების სისტემა

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ლოგოს დამზადება?

ფასი დამოკიდებულია მოცულობაზე — საწყისი მიმართულებების რაოდენობაზე და თანმხლებ ელემენტებზე (ბარათი, ბლანკი, ბრენდბუქი). მოგვწერე და უფასო კონსულტაციაზე ზუსტ ფასს შევათანხმებთ.

რამდენ ხანში მზადდება ლოგო?

სტანდარტული პროექტი 1–2 კვირაში სრულდება: კვლევა, რამდენიმე მიმართულება, შერჩეული ვარიანტის დახვეწა და საბოლოო ფაილების გადაცემა.

რამდენ ვარიანტს მთავაზობთ?

საწყის ეტაპზე რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებას წარმოგიდგენთ, თითოეულს რეალურ კონტექსტში. შერჩეულ ვარიანტზე შემდეგ ერთად ვმუშაობთ, სანამ შედეგი სრულად არ მოგეწონება.

რა ფორმატებში მივიღებ ლოგოს?

ყველა საჭირო ფორმატში: ვექტორული AI, EPS, PDF და SVG (ნებისმიერ ზომაზე ხარისხის დაკარგვის გარეშე), ასევე PNG ვებისა და სოციალური ქსელებისთვის — ფერადი, შავ-თეთრი და ინვერსიული ვერსიებით.

ლოგოს შექმნის შემდეგ ბრენდბუქიც შემიძლია შევუკვეთო?

რა თქმა უნდა — ლოგო ხშირად სრული ბრენდინგის პირველი ეტაპია. ბრენდბუქში გაიწერება ლოგოს გამოყენება, ფერები, ტიპოგრაფიკა და ვიზუალური ენა.

გაქვს იდეა? მოდი, ფერებში გავახვიოთ.

მოგვწერე და დაგიბრუნდებით 24 საათში — უფასო კონსულტაციით.